სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამხედროები მოქმედებდნენ იმ ინსტრუქციების მიხედვით, რაც მათ გააჩნიათ - პრემიერმინისტრი "კრწანისის" ინციდენტზე საუბრობს

სამხედროები მოქმედებდნენ იმ ინსტრუქციების მიხედვით, რაც მათ გააჩნიათ- ამ განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კრწანისის სამხედრო ბაზაზე გუშაგის მიერ ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტს.

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მომხდარზე პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ინციდენტის დროს ჯარისკაცი მოქმედებდა იმ ინსტრუქციების შესაბამისად, რომელიც გააჩნია სამხედრო ობიექტს. პრემიერის თქმით, მან დეტალებში შეისწავლა მომხდარი ფაქტი.

გიორგი კვირიკაშვილმა მომხდარს "სამწუხარო ფაქტი" უწოდა და გარდაცვლილი გიორგი შენგელიას ოჯახს მიუსამძიმრა.

”მოგეხსენებათ, რომ სამხედრო ობიექტებს გააჩნიათ ძალიან მკაცრი დაცვის წესები და იმ სამხედროებს, რომლებიც იცავენ სამხედრო ობიექტს, აქვთ ძალიან მკაცრად გაწერილი ინსტრუქციები. ჯარისკაცი მოქმედებდა მთლიანად ამ ინსტრუქციების შესაბამისად, ამიტომ, ამ მიმართულებით შეკითხვები გამორიცხულია.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომ 16 წლის ახალგაზრდა დაიღუპა ამ ინციდენტში, ანუ მოკლული იქნა. მე მინდა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ოჯახს, მაგრამ გამორიცხულია რაიმე შეკითხვები. სამხედრო ობიექტებს აქვს ძალიან მკაცრი დაცვის წესები და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან საფრთხილო.

„გამოძიებას რაც შეეხება, ის მიმდინარეობს. გამოძიების შედეგები გახდება ცნობილი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ალტერნატიული გამოძიებისთვის გავხსნათ კარი. მე პირადად დეტალებში შევისწავლე ეს საკითხი და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედროები მოქმედებდნენ ძალიან მკაცრად იმ ინსტრუქციების მიხედვით, რაც მათ გააჩნიათ,” - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100