სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან წავიდა

თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

,,თავისუფალი დემოკრატები“ არჩევნების შედეგებს აღიარებს და პარტიის რეორგანიზაციას იწყებს. მისი თქმით, ბრძოლას ადგილობრივ არჩევნებზე გააგრძელებენ.

,,შედეგი ,რომელიც დავინახეთ ჩვენთვის არის მოცემულობა, ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები, რომლის რეალიზაცია ჩვენს ქვეყანას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანდა, მაგრამ ამ მოცემულობაში, რომელიც დაიდო ამის განხორციელების საშუალება არ გვეძლევა. გასააზრებელია, რატომ მივიღეთ ასეთი შედეგი,ამას აქვს თავის მიზეზები, რომელსაც კრიტიკულად უნდა მივუდგეთ და დავიწყოთ პარტიის რეორგანიზაცია“-განაცხადა ალასანიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100