სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება

საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რასაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, კვლავაც არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი ხარვეზები საარჩევნო პროცესში. აღვნიშნავთ, რომ მოხდა ერთი სამწუხარო ინციდენტი, 48-ე საარჩევნო უბანთან, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საარჩევნო დამკვირვებლებს. ჩვენი ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე.

მოვუწოდებთ ყველას, ვინც ჩართულია საარჩევნო პროცესში, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ვთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ მყისიერი რეაგირება ნებისმიერ ამგვარ ინციდენტზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და საარჩევნო ყუთთან პოზიციის დაფიქსირებით, საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაში.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100