რუსებს საქართველო აშშ–სა და ჩინეთის შემდეგ აშინებთ

აშშ, ჩინეთი და საქართველო – ეს სამი ქვეყანა მიაჩნიათ თავიანთი ქვეყნისთვის ყველაზე საშიშად იმ რუსებს, რომლებმაც ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა. – ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ს რუსული სამსახური აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ 2000 წელს, როცა ანალოგიური გამოკითხვა ჩატარდა, რუსები რუსეთისთვის საფრთხის შემცველ ქვეყნებად აშშ–ს, ავღანეთსა და ჩინეთს თვლიდნენ.

ამჟამად მეოთხე ადგილზე იაპონია აღმოჩნდა, მეხუთეზე კი ბელორუსი, რომელთან მიმართებაშიც, ფონდის სპეციალისტთა აზრით, რუსეთის ტელევიზიებით გასულმა ნეგატიურმა ფილმებმა იმუშავა.


კომენტარი