სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამარ ჩუგოშვილი - მნიშვნელოვანია, რომ მამუკა ახვლედიანის მსგავსად, გავლენა უზენაესის მოსამართლეებზეც არ მოხდეს

„ქართული ოცნების“ წევრი თამარ ჩუგოშვილი ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის აუდიოჩანაწერის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ასეთი ტიპის გავლენის მოხდენის მცდელობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე არ იქნას დაშვებული.

„როგორც აღმოჩნდა, თავად იწერდა ნიკა გვარამია თავის თანამოსაუბრესთან კომუნიკაციას, ასევე აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა „რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა და თვითონ ეს ადამიანი წარმოადგენდა მხარეს ამ პროცესში. ასევე, ჩვენ გვახსოვს სხვა შემთხვევები, როდესაც გარკვეული ფორმით ხდებოდა გარკვეულ მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობები, მათ შორის პირდაპირი და ღია მუქარები მოსამართლეებზე, მათი ციხეში ჩასმით და სხვადასხვა უხეში ფორმით, რაც არის აბსოლუტურად გასული გამოხატვის თავისუფლების სფეროდან და აბსოლუტურად მიუღებელია. აღსანიშნავია, რომ უზენაეს სასამართლოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს „რუსთავი 2”-ის დავის განხილვა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის გავლენის მოხდენის მცდელობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე არ იქნას დაშვებული, რადგან სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში განიხილოს ეს საქმე”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე - შეიცავს თუ არა აღნიშნული ჩანაწერი დანაშაულის ნიშნებს, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ამით შესაბამისი ლეგიტიმური ორგანოები დაინტერესდებიან.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100