სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩვენ, ათასობით ადამიანი მხარს ვუჭერთ „ქართულ ოცნებას“ როგორც პარტიას, მაგრამ არ ვუჭერთ მხარს „ქართული ოცნების“ კანდიდატს დიმიტრი ხუნდაძეს.

რითია გამორჩეული ბატონო ბიძინა დიმიტრი ხუნდაძე? კორუმპირებული რომ არის? კანონდამრღვევი რომ არის? ინტრიგანი რომ არის ამით? მიწა-წყალს მოწყვეტილი ხეობელები რომ ლამისაა ერთმანეთს გადაგვკიდოს ამით?

იქნებ ცოლი რომ დაასაქმა ერთდროულად რამდენიმე ადგილას და თვეში 5 000 ლარს იღებდა ისე რომ ერთხელაც არ მისულა სამსახურში ესაა მისი ღირსება? - ნამდვილი“გრუზინი“ არჩენს ცოლს ირიბად!!!

შვილი 3 700 ლარიან სამსახურში რომ ჰყავს დასაქმებული კომუნიკაციების ეროვნულ სააგენტოში? იქნებ მისი შვილის განსაკუთრებულ შრომით გამოცდილებაზე და განათლებაზეც გეთქვათ რამე.

მერე ეს ყველაფერი ამ „ალალ და პატიოსან“ კაცს ქონებრივ დეკლარაციაში რომ უნდა შეეტანა და „დაავიწყდა“ ამის გამო უნდა ვცეთ დიდი პატივი ? კანონი რომ დაარღვია არაუშავს.

პრესსპიკერი რომ ფულის საშოვნელად დაისვა და დაგვასვა თავზე ამასაც არაუშავს. იმასაც არაუშავს თავს რომ გვაყვედრის - გვესმის, ქალბატონ თამარ ჩიბურდანიძეს ბანკის ბევრი ვალი აქვს, მაგრამ ეს არაა ჩვენი, მცხეთელების გასასტუმრებელი.

ბატონო ბიძინა, ჩვენ გვჯერა თქვენიც და ქართული ოცნების, მაგრამ არ გვჯერა დიმიტრი ხუნდაძის. იმისიც გვესმის რომ კარგი ექიმი ყოფილა ოდესღაც, ამიტომ ხომ არ ჯობია ერთი კარგი ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა ჩავაბაროთ .
ჩვენი თავი კი იმ ადამიანს მიანდეთ ვისიც გვჯერა და ვისაც ჩვენი სჯერა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100