სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოჩა ენუქიძე - ორბელსა და ჩხუტელის მცხოვრებლებს შეხვდა რაჭაში, ლეჩხუმსა და სვანეთში

“ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ორბელსა და ჩხუტელის მცხოვრებლებს შეხვდა. გოჩა ენუქიძემ შეხვედრაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და დასაქმების პროგრამებზე ისაუბრა.

დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას შეხვედრისა და მხარდაჭერის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ვიცით, რას ითხოვს საზოგადოება ჩვენგან. „ქართული ოცნება“ იძლევა რეალურ დაპირებებს. ჩვენ გუნდური მუშაობით შევძლებთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ უმუშევართა რიცხვი. მადლობა ასეთი მხარდაჭრისათვის. საზოგადოების ნდობა ის ძალაა, რომელიც გვაძლევს რწმენას, რომ ყველა ბარიერს გადავლახავთ. ჩვენ გააზრებული გვაქვს პასუხისმგებლობა. 8 ოქტომბერს საქართველოს წისვლას და წარმატებას, სწრაფ განვითარებას ავირჩევთ“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100