სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„პროფესიული განათლება პირდაპირ კავშირშია მომავლის ეკონომიკასთან“ - არჩილ თალაკვაძე კოლეჯ „ჰორიზონტის“ პედაგოგებს შეხვდა

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე პროფესიული კოლეჯის პედაგოგებს შეხვდა.

განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმები, დასაქმება, მეტი ინვესტიციები და ახალგაზრდების ჩართვა ბიზნეს ინიციატივებში - ეს ის საკითხებია, რომელზეც არჩილ თალაკვაძემ შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა.

„პროფესიული განათლება პირდაპირ კავშირშია მომავლის ეკონომიკასთან. შრომითი ბაზრის დინამიკას და მოთხოვნებს ყველაზე სწრაფად სწორედ თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ. ჩვენ ვგეგმავთ დუალური მოდელის დანერგვას, რომელიც პროფესიული პროგრამების სტუდენტებს დასაქმების ბევრად მეტ შესაძლებლობას მისცემს“ - განაცხადა თალაკვაძემ.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100