სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ვერხვების , წმინდაწყლისა და ქალაქის ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

აჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტული საკითხები გააცნო.

„2012-2016 წლებში საქართველოს აქვს წინსვლა დემოკრატიული განვითარების ყველა მიმართულებით. უზრუნველყოფილია გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებები: “ღირსება, თავისუფლება და უსაფრთხოება“, -აღნიშნა მაკრახიძემ. მისივე თქმით, სამომავლოდ კიდევ უფრო დაიხვეწება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მართვის სისტემა. გაძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობა. სუბსიდიარობის პრინციპის საფუძველზე გაიზრდება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმები.

„ჩვენი ხელისუფლების სოციალური პოლიტიკის დაცვის მთავარი პრინციპებია სიღარიბის შემცირება, სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა. დაიხვეწება სოციალური დაცვის სისტემა, დაინერგება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელი, რომელიც გახდება საპენსიო ასაკში ღირსეული ცხოვრების გარანტი“, - განაცხადა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100