თამაზ ნავერიანი თამარისის, საიმერლოს, წერეთელის, ალავარისა და დიოკნისის მცხოვრებლებს შეხვდა

მარნეულის №36 ოლქში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამაზ ნავერიანი თამარისის, საიმერლოს, წერეთელის, ალავარისა და დიოკნისის მცხოვრებლებს შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანს მაჟორიტარობის კანდიდატის მომავალი საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრა წარმოადგენდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ყურადღება გაამხვილა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, განათლების რეფორმაზე, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

(R)

კომენტარი