სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თქვენ ჩვენი გმირები ხართ" - კობერიძე

"ჩემი თქვენთან მოსვლის მიზეზი ერთადერთია - მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ზრუნავთ ჩვენს ქალაქზე, ზრუნავთ მუხიანზე, გლდანზე, ამ საოცარ ეკოსისტემაზე. თქვენ ჩვენი გმირები ხართ, მაშინ, როცა ჩვენ ვისვენებთ, გვძინავს, თქვენ ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავთ."

მუხიანისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე მეეზოვეებს შეხვდა და ქალაქზე და მუხიანი-გლდანის ეკოსისტემაზე ზრუნვისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, ლევან კობერიძემ მეეზოვეთა სურვილები, შეკთხვები და პრობლემები მოისმინა. "მე მინდა ყველა მუხიანელს, გლდანელსა და ზოგადად, თბილისელს ვთხოვო: პატივი ვცეთ ამ ადამიანების შრომას. ჩვენც ვიზრუნოთ სისუფთავეზე, არ დავანაგვიანოთ ჩვენი ულამაზესი უბანი და ქალაქი."

(რ)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100