სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოჩა ენუქიძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე მულახის, ლატალისა და ლენჯერის თემის მოსახლეობას შეხვდა, სადაც 39 სოფელი შედის.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო. როგორც გოჩა ენუქიძემ აღნიშნა, გასული ოთხი წლის განმავლობაში სოფლების უმეტესობაში „სოფლის მხარდაჭერით პროგრამით“ წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის რეაბილიტაცია განხორიციელდა.

„დასრულდა უშგულის წყალმომარაგების სისტემის ახალი პროექტი, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსდა საოჯახო ტიპის სასტუმროები, ამავე პროგრამით დაფინანსდა ზემო-სვანეთში მეფუტკრეობის განვითარება, გაიხსნა რამდენიმე სამკერვალო და სახელოსნო. რამდენიმე ბენეფიციარმა ტურისტებისთვის კოტეჯები ააშენა.

ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სოფლების განვითარება გაგრძელდება. მთის კურორტ თეთნულდის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების დიდ შანსს გვაძლევს“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, ადგილობრივი მოსახლეობისგან დიდ მხარდაჭერას გრძნობს. „ეს მაძლევს დიდი სტიმულს და იმედს, რომ 8 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ, ერთად დავძლევთ ყველა პრობლემას. ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს შევეჭიდე, ამიტომ ყველა სოფელში მისვლა და თითოეულ ადამიანთან შეხვედრა აუცილებელია”, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100