ილია წულაია: წარმატებული სახელმწიფოს შენება ადამიანების გაჭირვებიდან ამოყვანით იწყება

დღეს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ილია წულაიამ დიდუბის რაიონის გამგეობის უფასო კვების სასადილოები მოინახულა. გაესაუბრა ბენეფიციარებს, დაინტერესდა სასადილოების მუშაობის პირობებით.

„ჩვენ საკანონმდებლო ორგანოში უნდა შევიმუშაოთ პირველ რიგში ისეთი დახვეწილი კანონები, რომლებიც სოციალურად დაუცველ ან გაჭირვებულ ადამიანებს ერთი მხრივ გაუადვილებს ყოფას, მეორე მხრივ, მათ რაოდენობას შეამცირებას ქვეყანაში, სწორი სოციალური პოლიტიკით, შესაბამისი სოციალური პაკეტების მომზადებით ჩვენ მალე გვექნება საზოგადოება, სადაც გაჭირვების ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანები თითქმის არ გვეყოლება. წარმატებული სახელმწიფოს შენება პირველ რიგში ასეთი ადამიანების გაჭირვებიდან ამოყვანით იწყება",- განაცხადა ილია წულაიამ.

(R)

კომენტარი