დავით სონღულაშვილი - გეგმის განხორციელება თითოეული გურჯაანელის გვერდში დგომით არის შესაძლებელი

გურჯაანის, როგორც აგროტექნოლოგიური ცენტრის იდეა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა ადგილობრივი და ცენტრალური მედიის წამომადგენლებს მამა-პაპისეულ ვენახში გააცნო.

„-რატომ ვენახში ?! იმიტომ რომ ჩემი უფლისა და შრომისადმი სიყვარული აქედან იწყება. ეს ვაზი ბაბუაჩემმა გაგვაშენებინა და ოჯახის ყოველი წევრი მუდმივადაა ჩართული მის მოვლა-პატრონობაში.

გურჯაანს აქვს დიდი პოტენციალი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. აუცილებელია, იყოს გადამამუშავებელი ქარხნები და სამაცივრე მეურნეობები, არ არსებობდეს მოსავლის დაბინავების პრობლემა. აუცილებელია, ასევე მეღვინეობის, როგორც დარგის მეტად განვითარება. ვგეგმავთ, კერძო მარნების განვითარებასაც, ისეთივე მასშტაბით, როგორცაა საფრანგეთსა და იტალიაში. რაც საბოლოოდ, ხელს შეუწყობს ჩვენი პროდუქციის საზღვარგარეთ რეალიზაციას,“- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა და ტურიზმის, მათ შორის კი, ღვინის ტურიზმის პერსპექტივაზეც ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, გურჯაანში პროფ-სასწავლებლებისა და გადამზადების ცენტრების არსებობა, სადაც მოხდება ადგილობრივების ტურიზმის განხრით გადამზადება. რეგიონალური ადგილმდებარეობა გურჯაანს უპირატესობას ანიჭებს, ამ კუთხით ერთ-ერთი პრესტიჟული ადგილი დაიკავოს.
მუნიციპალიტეტში სავსებით შესაძლებელია, განვითარდეს ღვინის ტურიზმი, ვინაიდან თვრამეტი ადგილწარმოშობის სერთიფიკატიდან, თოთხმეტი არის კახეთში და მათ შორის ექვსი - გურჯაანში.

ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს ის უძველესი ძეგლები, რომლებიც მრავლადაა გურჯაანის სოფლებში: ვაჩნაძეანში, ზეგაანში, ველისციხესა და ჭერემში; ასევე, უნიკალური გურჯაანის „ყველაწმინდა“, კარდენახში კოტე აფხაზის სახლ-მუზეუმი, რომელიც ამჟამად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.“
დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის „გურჯაანის, როგორც აგროტექნოლოგიური ცენტრის იდეა“ სამედიცინო ტურიზმსაც ეხება: „ძალიან მნიშვნელოვანია, კურორტ „ახტლის“ განვითარება. ახტალის ტალახს აქვს უნიკალური სამკურნალო თვისებები, რომელიც ძალზედ იშვიათა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.

მინდა ავღნიშნო, სამედიცინო ცენტრ „კახეთი - იონის“ წინსვლაც, დავიწყოთ იქიდან, რომ ფრანგებმა არაჩვეულებრივი პროექტი შექმნეს ქართველებთან ერთად. ამასთანავე, საფრანგეთის მხარესთან განიხილება აგროუნივერსიტეტების გახსნის საკითხი, მათ აქვთ კარგი რესურსი და ჩემი მიზანია, ვაწარმოო გაცვლითი პროგრამები, რის საფუძველზეც, მოხდება აქედან გაგაზავნილი სტუდენტების გადამზადება. ასევე ფრანგი პროფესორების მოწვევა საქართველოში.“

დავით სონღულაშვილის თქმით, პროგრამის პრეზენტაცია სიმბოლურად, საოჯახო ვენახის რთველში გადაწყვიტა, გეგმის განხორციელება კი, თითოეული გურჯაანელის გვერდში დგომით არის შესაძლებელი.

[R]

კომენტარი