სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შოთა ხაბარელი სოფელ ნასაგურის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მე-13 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შოთა ხაბარელი საარჩევნო კომპანიის ფარგლებში, სოფელ ნასაგურის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს საკუთარი ბიოგრაფია გააცნო და ხელისუფლების მიერ განხორციელებულ, მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. საუბარი შეეხო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, განათლების რეფორმას, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

შეხვედრაზე, რომელიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა, გამოიკვეთა ის პრობლემები, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს- სოფლის მიმდებარედ არსებული ნაგავსაყრელი და სანიაღვრე სისტემები, ასევე მოუწესრიგებელი შიდა გზები.

დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ერთად პირადად დაათვალიერა სოფელში არსებული შიდა გზები, გაეცნო ერთ- ერთი მაცხოვრებლის პრობლემას, რომელსაც საცხოვრებელი სახლის სახურავი დაეწვა.

„მე კარგად ვიცნობ ამ პრობლემას, უკვე დაწყებულია მუშაობა ამ კუთხით, ტენდერში გაიმარჯვა ერთ- ერთმა ჩეხურმა კომპანიამ, სახსრები გამოყოფილია და მიდის ინტენსიური მუშაობა, მომავალ წლისთვის სოფელში ეს სუნი აღარ იქნება“,- განაცხადა შოთა ხაბარელმა.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100