„აი, ამიტომ ვუჭერ მხარს ცეზარ ჩოჩელს“

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა განვავითაროთ ეკონომიკა - უნდა შეიქმნას წარმოებები, აშენდეს ფაბრიკა-ქარხნები, განვითარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა, აუცილებელია რომ ოჯახიდან თუნდაც ერთი წევრი იყოს დასაქმებული“, - ეს ცეზარ ჩოჩელის ანუ იმ ადამიანის სიტყვებია, რომელმაც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ათასობით სამუშაო ადგილი შექმნა.

ცეზარ ჩოჩელი დღეს მცხეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატია. სწორედ მისი აქტიური მონაწილეობით დაიწყო მცხეთის რეკონსტრუქცია, დაიგო გზები, მოწესრიგდა კანალიზაცია, აშენდა ინფრასტრუქტურა, განვითარდა ტურიზმი...

თუმცა, საუბედუროდ, შენება მალე უძრაობამ ჩაანაცვლა. ამჟამად, მცხეთაში დაკონსერვებულია რამდენიმე დიდი პროექტი, აღარ ვითარდება ტურიზმი, შენელდა განვითარების ტემპი, დაიკარგა სამუშაო ადგილები...

„ადგილობრივი ხელისუფლება და ჩვენი მაჟორიტარი ერთმანეთთან ბრძოლაში კარგავენ დროს. მაჟორიტარი ებრძვის ყველას და ყველაფერს (წინა გუბერნატორსაც ებრძოდა), უძრაობის, უმუშევრობის, სიღარიბისა და გაჭირვების გარდა.

გაკეთებული ფუჭდება, ხოლო გასაკეთებელი აღარ კეთდება“, - მიიჩნევს 21 წლის სტუდენტი მცხეთიდან, რომელსაც ახლა, სწვალის ფულის მოსაგროვებლად ფიზიკური შრომა უწევს.

„სულ რამდენიმე წლის წინ, აქ სიცოცხლე არ იგრძნობოდა. შემდეგ ქალაქი გალამაზდა და უცხოელებმაც მოუხშირეს სიარულს. ხალხი აქირავებს ბინებს, ყიდიან პროდუქტებს, ნაკეთობებს, მოკლედ, ბევრმა ამოისუნთქა... შემოსავალი გაუორმაგდათ და ეს ყველაფერი ტურიზმის განვითარების შედეგად მოხდა. მის განვითარებაში კი, ცეზარ ჩოჩელს მიუძღვის დიდი წვლილი.

იცის რა და როგორ უნდა გააკეთოს. ამხელა ქარხნები, საწარმოები ააშენა... ბევრი დევნილი და ადგილობრივი დაასაქმა და ღმერთმა გაუმარჯოს... მგონია რომ მისი გამარჯვება მცხეთელების გამარჯვება იქნება. აი, ამიტომ ვუჭერ მხარს...“, - ასე ფიქრობს ადგილობრივი ტაქსის მძღოლი, რომელიც პროფესიით მშენებელია და ამბობს რომ თუ შანსი მიეცა, თავის ძველ საქმიანობას სიამოვნებით დაუბრუნდება.

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სადაც 65 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს (აქედან 13 ათასზე ოდნავ მეტი ქალაქ მცხეთაში), წინასაარჩევნო აქტიურობა უკვე იგრძნობა.

კანდიდატები შეხვედრებს მართავენ და ხალხს თავიანთ უპირატესობაში არწმუნებენ. ამომრჩეველი მათ უსმენს, შემდეგ დასკვნებს აკეთებს და გადაწყვეტილებასაც იღებს...

საინტერესოა, რა არის მთავარი გადაწყვეტილების მიღების პროცესში?

ალბათ მათ შორის იცის, თუ რა დგას ამა თუ იმ კანდიდატის უკან!

ცეზარ ჩოჩელის უკან ათასობით შექმნილი სამუშაო ადგილი დგას.

და რა დგას სხვა კანდიდატების უკან?

კომენტარი