სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოდერძი ჩანქსელიანი კოდის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი, გოდერძი ჩანქსელიანი დღეს კოდისმოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. შეხვედრაზე ასევე განისაზღვრა სამომავალი გეგმები. "მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას. არ მაქვს იმის შიში, რომ თავს ვერ გავართმევ საქმიანობას. მთელი ცხოვრების განმავლობაშიურთიერთობა მქონდა ხალხთან, ამის გამოცდილება ნამდვილად მაქვს. ამდენად, მსურს ჩემი ეს გამოცდილება, ცოდნა გავუზიარომათ,გავითავისო ამ რაიონის ყველა საჭირბოროტო საკითხი და მოსახლეობასთან ერთად გადავწყვიტო პრობლემები", - განაცხადაგოდერძი ჩანქსელიანმა. (რ)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100