სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი შიოლაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს საუბრის დასასრული

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღი დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

ირაკლი შიოლაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხანიის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრაზე ისაუბრა ყველა იმ წარმატებულ პროექტზე, რომელიც ბოლო ოთხი წელია მათ რაიონში მიმდინარეობს. ირაკლი შიოლაშვილმა ადგილობრივებს ამ პროექტების გაგრძელების პირობა მისცა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, როგორიცაა ახალი ჭაბურღილის მოწყობა, სასმელი წყლის ქსელისგამართვა, სკვერის რეაბილიტაცია, ქვემო მაჩხანის გზის რეაბილიტაცია. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შიოლაშვილმა მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მან სიღნაღი-დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ტურისტული პოტენციალის განვითარებას, ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობა პრიორიტეტად დაასახელა.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100