სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს გაერთიანება მიანიშნებს, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიის შექმნა სააკაშვილის პროექტი იყო - სოფო კილაძე

"ქართულ ოცნებაში", პაატა ბურჭულაძის პარტიის ვაშაძე-ჯაფარიძესთან გაერთიანებას ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის პროექტად აფასებენ.

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრის, სოფო კილაძის განცხადებით, ამ გაერთიანებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიის შექმნა სააკაშვილის პროექტი იყო.

"თუ დავაკვირდებით, ვისთან ერთად გაერთიანდა ბურჭულაძე, თან როგორ მოკლე დროში, ეს მიანიშნებს იმას, რომ ეს არის სააკაშვილის პროექტი.

"გირჩი" და მისი ლიდერები არიან "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები, ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრია ვაშაძე. "ახალი მემერჯვენეებიც" ფაქტობრივად სატელიტები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის.

ეს ოთხი ძალა შეიკრა ერთად ძალიან მოკლე დროში, რაც მიანიშნებს იმას, რომ ეს იყო სააკაშვილის პროექტი. რაც შეეხება მათ შანსებს, ეს რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა ვშიშობ, რომ ისინი ვერ მოაგროვებენ შესაბამის ხმებს, მათ ძალიან მწირი შანსები აქვთ",- განაცხადა კილაძემ.

პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" პოლიტიკურ მოძრაობას "ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალ არჩევანს" 18 აგვისტოს შეუერთდა.

ახალი პოლიტიკური პლატფორმის სახელწოდება - "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" იქნება.

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100