სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სერიოზულად ვიხილავთ მამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობის საკითხს - პრემიერი

საქართველოს მთვარობა მამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობის დაწყების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ მან ამბროლაურში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. "ჩვენ ასევე სერიოზულად ვიხილავთ მამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობას იმისათვის, რომ ამ რეგიონმა მაქსიმალური შვება ნახოს დამატებული ტურისტული ნაკადებით. ყველაფერს ამას მეგობრებო, აუცილებლად განვახორციელებთ. პირობას ვდებთ, რომ თითოეული სიტყვა აქ ნათქვამი, აუცილებლად შესრულდება, მაგრამ ამისთვის ჩემო მეგობრებო, ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, ჩვენ გვჭირდება ის, რომ გადავლახოთ გათითოკაცების გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, დავდგეთ ერთად იმისათვის, რომ ამ მშვენიერმა ბავშვებმა მართლაც ისუნთქონ უკეთესი ჰაერი, ნახონ უკეთესი გაფერადებული და აგუგუნებული საქართველო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. (R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100