სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზესტაფონში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზურაბ ბუცხრიკიძე წარადგინა

ზესტაფონში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზურაბ ბუცხრიკიძე წარადგინა. შეკრებილ მხარამჭერება პარტიის ლიდერებმა მიმართეს და ის პროგრამა გააცნეს, რაც ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას გულისხმობს. დავით ბაქრაძემ ყურადღება სოციალურ გეგმაზე და პენსიონერებისთვის გამარჯვების შემთხვევაში ორმოცდაათი ლარით ზრდის შესაძლებლობაზე ისაუბრა, ხოლო მაჟოროტარობის კანდიდატმა ზესტაფონში არსებულ პრობლემებზე, დასაქმებაზე და ინფრასტუქიტურ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. ადგილობრივებს ასევე მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. შეხვედრის დაწყებამდე ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ზაზა ფერაძის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100