მაჭავარიანი: ექსპორტი უკვე მეორე წელია იკლებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 2016 წლის იანვარი-ივნისის მონაცემები და სამწუხაროდ ექსპორტი უკვე მეორე წელია იკლებს. ასევე გრძელდება იმპორტის შემცირებაც.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაიზარდოს საქართველოს მწარმოებლურობა და ხელი შეეწყოს ვაჭრობის ზრდას. მოცემული მდგომარეობა ორმაგად სამწუხაროა მაშინ, როდესაც ძალაში შევიდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რასაც უნდა გამოეწვია საგარეო ვაჭრობის მკვეთრი ზრდა.

დღეს იანვარ-ივნისის ექსპორტი 88 მილიონი დოლარით უფრო ნაკლებია ვიდრე ის იყო 2011 წელს. ეს ნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ არათუ დაამუხრუჭა, არამედ მინიმუმ 5 წლით უკან დახია ქვეყანა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, ივნისში ექსპორტი გაზრდილია 150 პროცენტით 2015 წლის ივნისთან შედარებით. თუმცა, თუ ვნახავთ ჩაშლილ სურათს, აღმოვაჩენთ, რომ კანადა პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველო იმპორტს ახორციელებს. აქ შედის „ც“ ჰეპატიტის მედიკამენტები, რომლებსაც საქართველო საჩუქრად საერთაშორისო პროგრამიდან. მოცემულ რიცხვს თუ გამოვაკლებთ, ვნახავთ, რომ იმპორტის მოცულობა გასულ წელთან შედარებით ნაკლებია.

1 ივნისიდან 20 ივლისამდე ლარის კურსი გაუფასურდა 0,21პუნქტით.
მოცემული მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი დევს მხოლოდ იმ პროგრამაში, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს. კერძოდ:

• გადასახადების შემცირება;
განაწილებული მოგების გადასახადის 10%-მდე შემცირება;
საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 15%-მდე შემცირება, ხოლო მომდევნო 3 წლის მანძილზე ეტაპობრივად მისი 10%-მდე დაყვანა;
25% - ით აქციზის გადასახადის შემცირება ნავთობპროდუქტებზე;
ალკოჰოლზე აქციზის გადასახადის შემცირება საშუალო ევროპულ მაჩვენებლამდე;
არ დაიბეგრება მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, რომლის წლიური ბრუნვა იქნება 90 000 ლარი
საგადასახადო შეღავათები შეეხება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური ბრუნვა იქნება 200 000 ლარი
• ბიუროკრატიისა და მასზე გაწეული ხარჯის შემცირება
ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველივე წელს, კერძო სექტორს დარჩება დაახლოებით 1 მილიარდი ლარით მეტი, რაც სამთავრობო ნაერთი ბიუჯეტის 9%-ით დაზოგვას ნიშნავს;
• ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმა
გაუქმდება ყველა ის რეგულაცია, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდის საერთაშორისო ნაკისრ ხელშეკრულებებთან
• ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობა
გაუქმდება ფინანსური პოლიცია;
შეიზღუდება წინასწარი პატიმრობის გამოყენება ეკონომიკური სახის დანაშაულზე;
მოვახდენთ 500 000 ლარამდე (ნაცვლად დღეს არსებული 50 000 ლარისა) გადასახადებისგან თავის არიდების დეკრიმინალიზაციას;
ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით და მოხდება დავალიანების პროპორციულად
2017 წლის 1 იანვრიდან მოხდება სრული საგადასახადო ამნისტია;

სწორედ ეს ნაბიჯები გახდის შესაძლებელს რომ ქვეყანა გამოიყვანოს მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან და საქართველოს ეკონომიკას დაუბრუნდეს მაღალი ზრდის ტემპი, გაიზარდოს ვაჭრობა, დასაქმება და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა“, - მიიჩნევს მაჭავარიანი.

კომენტარი