ლევან ვარშალომიძეს სარფში ტაშითა და შეძახილებით დახვდნენ

ლევან ვარშალომიძეს სარფში ტაშითა და შეძახილებით დახვდნენ. ლევან ვარშალომიძემ საზღვარი რამდენიმე წუთის წინ გადმოკვეთა. მხარდამჭერებს ლევან ვარშალომიძემ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „გამარჯვების დრო დადგა“.
სარფში მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარეს ჩასვლას დილიდან ელოდნენ. სარფში იმყოფება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსიც. შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური, ლევან ვარშალომიძე, საქართველოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
ვიდეო ლინკზე:https://youtu.be/ZgQfyKIwN6Q

კომენტარი