სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხორვატია ევროკავშირში გაწევრიანდება

ხორვატიამ დაასრულა მოლაპარაკებები ევრო კავშირთან და 2013 წლიდან აღნიშნული ორგანიზაციის 28–ე წევრი გახდება.

მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო. ხუთშაბათს ბრიუსელს ქვეყნის ვიცე–პრეზიდენტი, გორდონ იანდროკოვიჩი ეწვია. სწორედ ეს უკანასკნელია ევროპაში ინტეგრაციის საკითხებზე პასუხისმგებელი.

ყოფილი იუგოსლავიის ყოველმა ქვეყანამ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ანუ ადრე თუ გვიან მათ ევრო კავშირი აღიარებს. აღნიშნულ სიაშია სერბეთი და კოსოვოც. დღეისათვის კი მხოლოდ სლოვაკეთია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნების უმრავლესობა ევროკავშირის სტანდარტების მინიმუმსაც კი ვერ აკმაყოფილებენ. მათ მიზნის მისაღწევად კიდევ დიდი შრომა მოუწევთ.

მოლაპარაკებების პერიოდში, ქვეყანას ხელშეკრულების 35 პუნქტის დაკმაყოფილება მოუწია. ხელშეკრულება ხორნატიას გარკვეულ ნორმებსა და უფლებებს ანიჭებს მას შემდეგ რაც ევროკავშირში გაწევრიანდება. ქვეყანა ვალდებულია, საკუთარი კანონმდებლობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად შეცვალოს. იგულისხმება: სასამართლო სისტემა, ადამიანი უფლებები და თავისუფლებები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ეკონომიკური და სავალუტო პოლიტიკა, სასოფლო მეურნეობა, ვაჭრობა და ა.შ.

მოლაპარაკებები დიდხანს მიმდინარეობდა, რადგან ხორვატიაში კორუფციასთან ბრძოლა შედარებით ნაკლები სისწრაფით ვითარდებოდა. ამასთანავე პრობლემები იყო სასამართლო რეფორნაში.

შემდეგი ეტაპი იქნება ევრო კავშირის შესვლასთან დაკავშირებით შესაბამისი იურიდიული საბუთების მომზადება, რომელშიც ქვეყნის მოვალეობები და ვალდებულებები გაერთიანდება. ქვეყნის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დოკუმენტი რომელიც არანაკლებ ასი გვერდისა იქნება, შედგება ევრო კავშირის ოცდასამივე ოფიციალურ ენაზე და ამასთანავე, ხორვატულ ენაზე, მიმდინარე წლის ბოლოსათვის.

ერთი კვირის წინ, ევრო კავშირის ხელმძღვანელობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკება დასრულებულია და ხელშეკრულება შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლოსთვის გაფორმდეს. ზაგრები ვალდებულია წლის ბოლომდე გამოასწოროს ხარვეზები, რომლებიც ევრო კავშირის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად სპეციალური ქვეყანაში სპეციალური ორგანო შეიქმნა. მოლაპარაკების რატიფიცირება უნდა მოხდეს ევროკავშირის ქვეყნებისა და ხორვატიის პარლამენტის მიერ. აღსანიშნავია, რომ რატიფიცირებას შესაძლოა 2012 წელი მთლიანად დასჭირდეს.

ევრო კავშირის ქვეყნებს სხვადასხვა აზრი აქვთ ქვეყანაში ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცესების კონტროლზე. ნიდერლანდები ვარაუდობს, შესაძლოა ხორვატიის გაწევრიანების საკითხი სამომავლოდ გადაიდოს, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა მიმდინარე წლის ბოლომდე სასამართლო რეფორმის სრულად გატარებას ვერ მოასწრებს და შედეგი დამაკმაყოფილებელი არ იქნება. იტალია და შვეიცარია ეწინააღმდეგებიან ნიდერლანდების აზრს და ფიქრობენ, რომ შედარებით მკაცრი ზომებით უნდა იმოქმედონ, მაგალითად, ევროპული ფონდების მიერ ქვეყნისთვის გაწეული გახმარებები უნდა შეუწყვიტონ.

თუ ყოველივე გართულებების გარეშე განვითარდება, მაშინ ხორვატია 2013 წლის 1 ივლისიდან ევრო კავშირის წევრი გახდება. ევროპული კომისია კი სწორედ ასე იმედოვნებს მოვლენების განვითარებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100