საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს შეხვდა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მეგობრული კავშირები სულ უფრო ვითარდება.

საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ისრაელის თანამშრომლობას ტურიზმის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისრაელის ელჩს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

კომენტარი