სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომან გოცირიძის ინფორმაციით, "გაზპრომი" საქართველოში ბანკის შესყიდვას გეგმავს

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის ინფორმაციით, რუსული კომპანია "გაზპრომი" საქართველოში ერთ-ერთი პატარა ბანკის შესყიდვას გეგმავს.

როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, აღნიშნულ ინფორმაციას ქართული მხარე საგულდაგულოდ მალავს.

"გახსოვთ, "გაზპრომთან" შეხვედრებს ქართული მხარე რომ ასაიდუმლოებდა და რუსული კი ეშმაკურად გაამჟღავნებდა ხოლმე? თუ თავი გაქვთ, დაიცავით პოზიციები თქვენს ქვეყანაში და გვაჩვენეთ, შეგიძლიათ თუ არა პრობლემების მოგვარებაო - ამას ნიშნავდა ეს. მსგავსი რამ ხდება ახლაც. სარწმუნო უცხოურმა წყარომ შემატყობინა, რომ "გაზპრომი" საქართველოში ერთ-ერთი პატარა ბანკის შესყიდვას აპირებს. ქართული მხარე საგულდაგულოდ მალავს, რუსული კი ინფორმაციის "გაჟონვას" უზრუნველყოფს", - აცხადებს გოცირიძე.

"ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარე ეროვნულ ბანკს სიფხიზლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ეს არ უნდა დაუშვას.

"გაზპრომს" ანალოგიური ბანკი აქვს სომხეთშიც. ეს "გაზპრომის" პრინციპია - სადაც შედის გაზით, იქ აფუძნებს ბანკს. მერე მოჰყვება მედიასტრუქტურები და ასე შემდეგ, რისი გამოცნობაც არ არის ძნელი", - აცხადებს გოცირიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100