ზურაბ ნოღაიდელი: დავით ბერძენიშვილი არის უვიცი...

„დრონი.ჯი“ აგრძელებს რუბრიკას - „მარგალიტები“ და გთავაზობთ დავით ბერძენიშვილის შესახებ პრესაში გაბნეულ იმ გამონათქვამებს, რომლითაც „დიდ რესპუბლიკერს“ ამკობდნენ...
თამაზ ვაშაძე, თბილისის ექს-მერი: დავით ბერძენიშვილი ბოღმიანი ადამიანია, რომელიც სულ ვიღაცას ებრძვის და თავადაც არ აცის რეალურად რა უნდა.

ვახტანგ ტალახაძე: „ქართული მოძრაობის“ ლიდერი: დავით ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა სურს იმავე მეთოდით, რა მეთოდიდაც მოვიდა სააკაშვილი. ვგულისხმობ უცხო ძალებთან მის მჭიდრო კონტაქტს... საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ეს ძალიან დიდი დარტყმას მიაყენებს ჩვენს ქვეყანას, რადგან ისინი ახალი ტყუილებით მოვლენ და ვიდრე ამას ხალხი გაშიფრავს, ამასობაში ქვეყანა თავზე დაგვენგრევა.

გაფრთხილებდით, ქართველებო, გაფრთხილდი საქართველო და პირველ რიგში, გაფრთხილდი, სააკაშვილო, რადგან შენ მიერ გაცეცხლებული და აღზევებული ძმები ბერძენიშვილები, ხიდაშელი და უსუფაშვილი ახალი რევოლუციისთვის ემზადებიან.

თამარ ჩხეიძე: დავით ბერძენიშვილს დიდი ხანია ვიცვობ, მაგრამ მას, ზოგადად, უარყოფითად ვაფასებ. Uუპირველეს ყოვლისა, აფხაზეთის საკითხთან მისი პოზიციის გამო. საერთოდ, რესპუბლიკელები ნარცისიზმით გამოირჩევიან, თავი დიდ ინტელექტუალებად მოაქვთ...

სანდრო ბრეგაძე: დავით ბერძენიშვილი არასდროს ყოფილა კონსტრუქციული პოლიტიკოსი. საქართველოს თუ აჭარის პარლამენტში და საერთოდ, სადაც „მოღვაწეობდა“ ყველგან შუღლს და დაპირისპირებას აღვივებდა. გამსახურდიასთან ბრძოლით დაიწყო და პროფესიონალ რევოლუციონერად ჩამოყალიბდა. ეს კაცი პოლიტიკოსი არ არის.

რობერტ პეტრიაშვილი: ბერძენიშვილი იარაღით ხელში, „მხედრიონელებთან“ და გია ყარყარაშვილთან ერთად ებრძოდა ზვიად გამსახურდიას და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული ხელისუფლების დამხობაში. ეგ კაცი არის კრიმინალი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი: დათო ბერძენიშვილს ვიღაც სულელმა უთხრა ერთხელ, შენ აჭარის პირველკაცობა დაგშვენდებოდაო. ბერძენიშვილს აჭარის პირველკაცის სკამი უნდა.
რეზო ამაშუკელი: თავი კი არ უნდა გაეტეხათ დათო ბერძენიშვილისთვის, ძვლებში უნდათ დაემტვრიათ. სად მიეთრეოდა, რა უნდოდა? აღარ ეყო არეულობა და რევოლუციები? ანდა, თუ ბათუმში ყოფნა უნდოდა, გდებულიყო იქ, რას გამორბოდა? თან პარლამენტის წევრიც იყო აჭარაში, კაცურად მოქცეულიყო და არ გამოაგდებდნენ.

კობა ხაბაზი: კინოფილმ „ცისფერ მთებში“ რომ არის და არც არის პერსონაჟი გივი, ხომ იცით? აი, ეგ გივი უფრო მნიშვნელოვანი პერსონაჟია „ცისფერ მთებში“, ვიდრე ბერძენიშვილი ქართულ პოლიტიკაში.

ელიზბარ ჯაველიძე: დავით ბერძენიშვილი არის ანტიეროვნული პოლიტიკოსი, პატრიოტული ლოზუნგებით. რეალურად, ისიც, თავის ძმაც და მათი თანაგუნდელებიც, იმართებიან სოროსისგან და სხვა, საქართველოს არამოსურნე გავლენიანი ფიგურებისგან.

გენო კალანდია: დავით ბერძენიშვილი განათლებული, ნიჭიერი კაცია, მაგრამ მისი მსოფლმხედველობისაგან შორს ვარ, ქვეყნის მოწყობის ბერძენიშვილისეული ხედვისგან შორს ვარ.

ბიძინა გუჯაბაძე: დავით ბერძენიშვილს და მის ძმას, ჯერ ის დიდი ცოდვა აქვთ მოსანანიებელი, რასაც ეროვნული ხელისუფლებისა და ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია. ნებით თუ უნებლიედ, არ ვიცი, მე! ფაქტია, რომ იბრძოდნენ და თავი არ დაუზოგავთ ზვიად გამსახურდიას დასამხობად.

ნოდარ ნათაძე: დათო ბერძენიშვილი პირწავარდნილი პრორუსული პოლიტიკოსია, ისევე როგორც მისი ძმა და მთელი „რესპუბლიკური პარტია“. მართალია, ისინი რისეთმა ლიბერალ-დემოკრატიული იდეებით შეფუთა და ბევრისთვის სატყუარას როლი შეასრულა, მაგრამ ვინც ცოტა ტვინს გაანძრევს, მიხვდება, ვისთანაც აქვს საქმე. მათი ფესვებიც და პატრონიც - კრემლშია.

ელიზბარ ჯაველიძე: დავით ბერძენიშვილი და მისი ძმა თუ გინდათ, პირიქითაც იყოს, ორივე ერთად, საქართველოში შემოგდებული ბომბია. ეს ბომბი ემუქრება ქართულ ტრადიციებს, ეროვნულ ღირებულებებს, ქართულ სამოციქულო ეკლესიებს.

შალვა ნათელაშვილი: რაო, დათო ბერძენიშვილს უარი უთხრეს ასლან აბაშიძის ადგილზე და ახლა ოპოზიციაში გადმობრძანდა? ვერც თამაზ დიასამიძე გაიყვანეს და ამით არიან უკმაყოფილონი, თორემ აჭარა ბერძენიშვილებს რომ დარჩენოდათ, ისევ შეხმატკბილებულნი იქნებოდნენ ხელისუფლებასთან.

გიორგი თარგამაძე: დავით ბერძენიშვილი არის დაპირისპირებებისა და კონფლიქტების ქრონიკული წყარო, კაცს, რომელსაც მოსმენა და კომპრომისებზე წასვლა არა პრინციპების, არამედ ახირებების გამო არ შეუძლია, პოლიტიკაში დიდი მომავალი არა აქვს.
ცოტნე ბაკურია: დათო ბერძენიშვილს ჩეგევარა ჰგონია თავი, მაგრამ მასე არ არის. რევოლუციის გაკეთებასაც შნო უნდა, ერთადერთი რევოლუცია, სადაც დათო ბერძენიშვილმა წარმატებით მიიღო მონაწილეობა, ეს 1991-92 წლების პროცესი იყო და ისიც არ ყოფილა კლასიკური ტიპის რევოლუცია, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება სამხედრო გზით.

ზურაბ ნოღაიდელი: დათო ბერძენიშვილს ვურჩევ, ნუ ჩაერევა იმ საკითხებში, მოერიდოს იმ თემებს, რომლებიც მისთვის ჩინურია. დავით ბერძენიშვილი არის უვიცი და გაჩუმდეს.

გიორგი გუგავა: დათო ბერძენიშვილს „აჭარა - აბაშიძის გარეშე“ კი არ უნდოდა – „აჭარა ძმები ბერძენიშვილებისაა“ - ეს ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მოერიდა ამის ლოზუნგად წამოყენება. თქვენ მერე ნახეთ მეორე პოლიტიკური ცენტრი და თავპირისმტვრევა, თუ „რესპუბლიკელებმა“ თავისი გაიტანეს და დათო ბერძენიშვილი დასვეს აჭარის ლიდერად.
ნოდარ ნათაძე: თქვენ ვინ გგონიათ „რესპუბლიკელები“, მართლა სერიოზული პარტიაა? Mმკვდარი, მიწაწაყრილი ძალაა რესპუბლიკური პარტია. თუმცა, ეს პარტია გააცოცხლა სააკაშვილმა და რევოლუციაში მიაღებინა მონაწილეობა, მერე კი პარლამენტში შეიყვანა.

დავით სოკოლოვი: დავით ბერძენიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი ამომგდები და გამსახურდიას მტერი. თავის ძმასთან ერთად ებრძოდა პრეზიდენტს. მეტი არაა ჩემი მტერი მაგათ რამე ეროვნული და ქართული ეცხოთ.

რევაზ მიშველაძე: დავით ბერძენიშვილს რამე აქვს სალაპარაკო? რამე გაუკეთებია სახეირო ცხოვრებაში? 20 წელია პოლიტიკაში ვარო, რომ გაიძახის კაპიკის საღირალი რა გააკეთა ამ 20 წლის მანძილზე? Aარც არაფერი და ვერც გააკეთებს. ქართულსა და საქვეყნო საქმეზე ვამბობ, თორემ ანტიქართულს და ანტიმართლმადიდებლურს კი ბატონო, აგერ, მისი ძმა უკვე აკეთებს...

კომენტარი

×