სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრები იუსტიციის სამინისტროში იმყოფებოდნენ

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრები იუსტიციის სამინისტროში იმყოფებოდნენ.

დელეგაცია, რომელსაც ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე საჯად კარიმი ხელმძღვანელობს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიიღო. მინისტრმა დელეგაციის წევრებს თავისი პირველი მოადგილე და საპარლამენტო მდივანი ალექსანდრე ბარამიძე წარუდგინა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა განიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო ქვეყანაში საკანონმდებლო რეფორმებს ხელმძღვანელობს და ამ პროცესში უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარლამენტთან.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა, რომ ქართული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოსულიყო ევროპულ სამართალთან, რათა მომხდარიყო ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტური და სწრაფი შესრულებისთვის იუსტიციის სამინისტროში შეიქმნა სრულიად ახალი − ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო გახდება და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებით დასრულდება.

დელეგაცია საქართველოს 5 ნოემბერს დატოვებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100