ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს გიორგი კვირიკაშვილი იკავებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დიმიტრი ქუმსიშვილი ინიშნება–სამთავრობო ცვლილებების შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებები კიდევ უფრო გაზრდის მთავრობის ეფექტიანობას.

„საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი გიორგი კვირიკაშვილი. ის კვლავაც იქნება ჩვენი მთავრობის ვიცე-პრემიერი. თქვენ იცით, რომ მთავრობა კონცენტრირებულია ისეთ ეკონომიკურ განვითარებაზე, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და სარგებელი მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. სწორედ ეს მიზანი განსაზღვრავს ჩვენს საგარეო პოლიტიკას და შიდაეკონომიკურ დღის წესრიგს. ამ ორი სფეროს კონსოლიდაცია ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი იქნება ძალიან კარგი საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება ისეთი საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც კიდევ უფრო მჭიდრო კავშირში იქნება ჩვენს ეკონომიკურ პრიორიტეტებთან.... ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე წარმოგიდგენთ ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურას. თქვენ იცით, რომ ბატონ დიმიტრის აქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის მართვის სერიოზული გამოცდილება. იგი მუშაობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობებზე. ამჟამად კი იკავებდა თბილისის ვიცე-მერის პოსტს და მაღალი ეფექტურობით გამოირჩეოდა. მასაც აქვს სერიოზული ცოდნა და გამოცდილება ეკონომიკური განვითარების, ინვესტიციების წახალისებისა და მმართველობის სფეროებში გააძლიერებს მთავრობის მუშაობას,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მანვე მადლობა გადაუხადა თამარ ბერუჩაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გაწეული მუშაობისთვის და გიორგი კვირიკაშვილს დაავალა გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას ყოფილი მინისტრი.

2 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო საქმეთა ახალ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ამბასადორიალის ფარგლებში ელჩებს წარუდგენს.

ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს გიორგი კვირიკაშვილი იკავებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დიმიტრი ქუმსიშვილი ინიშნება–სამთავრობო ცვლილებების შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.მთავრობის მეთაურის განმარტებით, მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებები კიდევ უფრო გაზრდის მთავრობის ეფექტიანობას.„საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი გიორგი კვირიკაშვილი. ის კვლავაც იქნება ჩვენი მთავრობის ვიცე-პრემიერი. თქვენ იცით, რომ მთავრობა კონცენტრირებულია ისეთ ეკონომიკურ განვითარებაზე, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და სარგებელი მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. სწორედ ეს მიზანი განსაზღვრავს ჩვენს საგარეო პოლიტიკას და შიდაეკონომიკურ დღის წესრიგს. ამ ორი სფეროს კონსოლიდაცია ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი იქნება ძალიან კარგი საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება ისეთი საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც კიდევ უფრო მჭიდრო კავშირში იქნება ჩვენს ეკონომიკურ პრიორიტეტებთან.... ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე წარმოგიდგენთ ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურას. თქვენ იცით, რომ ბატონ დიმიტრის აქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის მართვის სერიოზული გამოცდილება. იგი მუშაობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობებზე. ამჟამად კი იკავებდა თბილისის ვიცე-მერის პოსტს და მაღალი ეფექტურობით გამოირჩეოდა. მასაც აქვს სერიოზული ცოდნა და გამოცდილება ეკონომიკური განვითარების, ინვესტიციების წახალისებისა და მმართველობის სფეროებში გააძლიერებს მთავრობის მუშაობას,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.მანვე მადლობა გადაუხადა თამარ ბერუჩაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გაწეული მუშაობისთვის და გიორგი კვირიკაშვილს დაავალა გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას ყოფილი მინისტრი.2 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო საქმეთა ახალ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ამბასადორიალის ფარგლებში ელჩებს წარუდგენს.

Posted by Irakli Garibashvili on Tuesday, September 1, 2015

კომენტარი