თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თელ-ავივის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თელ-ავივის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა.

ლექციაზე სახელწოდებით „რეფორმები პოსტსაბჭოთა დედაქალაქში“, დავით ნარმანიამ ყურადღება მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა. თბილისის მერის ლექცია თელ-ავივის უნივერსიტეტში ისრაელის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.

დავით ნარმანია ისრაელში 16-18 აგვისტოს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა იერუსალიმის მერთან და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

კომენტარი