სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გივი სიხარულიძე: ბრბოთა რიგებში არასდროს ვიქნები...

საქართველოში, რომ ყველაფერი პოლიტიზებულია, ამაზე აღარავინ დაობს. ხშირია შემთხვევები, როდესაც, რომელიმე მიტინგის დროს, ხელოვანები სიტყვით გამოდიან და პოლიტიკურ შეფასებს აკეთებენ.
მსახიობი გივი სიხარულიძე, თვლის, რომ მსახიობი პოლიტიკოსად არ უნდა გადაიქცეს და ერთი ადგილით რამდენიმე სკამზე არ უნდა იჯდეს. რატომ არის მსახიობის აზრით, საქართველოში ძალით რევოლუციონერთა ბუმი და რატომ მიაჩნია მას ლენინი `პედარასტად~? ამ შეკითხვებზე გივი სიხარულიძემ პასუხი „დრონი.ჯი“-ს გასცა.
„დრონი.ჯი“: მიმდინარე წლის გაზაფხულზე საპროტესტო აქციებზე არ ჩანდით, იქ იყვნენ ხელოვანები, რატომ არ იღებდით მონაწილეობას ოპოზიციის რადიკალური ფრთის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში?
გივი სიხარულიძე: როგორც ხელოვანი ცოტა განსხვავებულ პასუხს გაგცემთ. როდესაც სევილიამ მიწერა ბრუტუსს წერილი, რომელიც მისი დედა იყო, წერილში ასეთი რაღაც ეწერა: „დაბრუნდი რომში, რამეთუ რომი ელოდება შენს ჩამოსვლას, მოკალი მამაშენი, კონკურენტი, რომელიც არის ტირანი, რადგან შენი ვაჟკაცური თვისებებით, შენი მორალით, ხასიათით, სიკეთით და ჭკუით მაღლა დგახარ მოსაკლავზე“.
ბრუტუსმა წაიკითხა ეს წერილი და მოწერა დედამისს პასუხი, მე ვერ ჩამოვალ ის მამაა ჩემი. ვთვლი, რომ განმგმირავი და მკვლელი უფრო მაღლა უნდა იდგეს მორალითა და ზნეობით მოსაკლავზეო.
მე ვერ ვხედავ დღეს ქართულ ოპოზიციაში ვერავის, რომელიც მორალურად, სულიერად და ზნეობრივად იმაზე უკეთესია, ვიდრე გასაგდები, ამიტომ მე მათ გვერდით არ დავდგები. მე არ ვდგავარ არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების გვერდით, მე ის კაცი არ ვარ ერთი ადგილით რომ რამდენიმე ადგილას ზის. ჩემი ყოფნა არის მხოლოდ ჩემს ქვეყანასთან, ჩემ ხალხთან და არა პოზიციასთან ან ოპოზიციასთან.
- ხშირად აკრიტიკებენ იმ ხელოვანებს, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, ან რომელიმე მხარეს წარმოადგენენ, თქვენი აზრით ხელოვანს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური პოზიცია?
- ნებისმიერი ხელოვანი, რომელიც ან აქეთ მხარეს დგას ან იქით მხარეს, რომელიც პოლიტიკაში ეჩრება, ჩემი აზრით, სასაცილოა. ხელოვანს ძალით არავინ არ ჩართავს პოლიტიკაში, თუ შენ არ ხარ დაინტერესებული, თუ არ შეგამჩნიეს, რომ გინდა პოლიტიკაში ყოფნა.
- ცოტა ხნის წინ იყო თარიღი (5 იანვარს) როდესაც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს. როგორი იყო მაშინ თქვენი არჩევანი და ახლა რა აზრზე ხართ, საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთა?
- კი, ნამდვილად. მე მიხარია, როდესაც ქალაქის ქუჩებში დავდივარ და განათებულია ყველაფერი, მიხარია, როდესაც ჩავდივარ საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქში და სინათლეა, წყალია, გაზია, ამას ზოგი არაფრად თვლის, მაგრამ იყო შევარდნაძის დროს? რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ბევრი ხარვეზი აქვს, ქვეყანა გასამთლიანებელია, მაგრამ ეგეც იქნება. ჩვენ ქართველებს არ გვიყვარს ლოდინი, მაგრამ თუ არ დაველოდეთ, ისე საქმე არ კეთდება. ვთვლი, რომ „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოვიდა ქვეყანაში გუნდი, რომელმაც ბევრი საქმე გააკეთა.
- საზოგადოების ნაწილი დღემდე ფიქრობს, რომ ახალი რევოლუცია უნდა მოხდეს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- ოქტომბრის რევოლუცია რომ იყო, ლენინი, ეს მასხარა და თან ცნობილი „პედერასტი“, იყო ავსტრიის აგენტი, რომელსაც ავსტრიამ გააკეთებინა რევოლუცია. არ გეგენოთ, რომ რამე ხდება სპონტანურად, ყველაფერ დიდი ხნის წინ დაგეგმილი და გათვლილია. „სხვების“ ჩაურევლად არცერთ ქვეყანაში არ ხდება ხელისუფლების დამხობა. ერთი კი ვიცი, რომ რევოლუცია არის მრავალთა სიბრიყვე, ერთეულების საბედნიეროდ...
- ეთანხმებით თუ არა პოლიტიკურ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს არჩეული?
- იქ სადაც არ არის ზომიერების გრძნობა, ვერ ააწყობ და ააშენებ სახელმწიფოს. რადიკალურად გადახრა არსად არ ვარგა. ჩვენ უნდა ვიყოთ ყველგან და არსად, უნდა ვიყოთ ყველასთან და ამავე დროს არავისთან.
- რამდენიმე თვის წინ შეიქმნა გაერთიანება „დაიცავი საქართველო“, სადაც ძალიან ბევრი ხელოვანი გაწევრიანდა. თქვენ კი მათ რიგებში არ ხართ...
- მე არ მწამს ამ ძალათ რევოლუციონერების. ეგენი არიან ძალათ რევოლუციონერები.
- დღეს ბევრი პოლიტიკოსი ოპოზიცონერთა რიგებშია, მიესალმებით მათ „ცოდვათა მონანიებას“?
- ეგენი ჩემთვის სამასხარაოები არიან, მასხრად ასაგდები, ხალხმა რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენთვის გაეკეთებინათ ყველაფერი ცუდი, ასწრებდნენ ერთმანეთს ცუდის კეთებას და ახლა მომევლინენ, როგორც აღსარებაჩაბარებული ადამიანები... არა ჩემო ბატონო, ასე არ ხდება. ხალხს, რომელსაც ჰყავს ნამდვილი ბელადი, ის არის ერი. საზოგადოებას კი, რომელსაც ჰყავს ცრუ ბელადი, სწორედ „მონანიებულების“ სახით, არის ბრბო, მე კი ბრბოთა რიგებში არასდროს ვიქნები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100