სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარლამენტის თავმჯდომარე სხდომაზე წაკითხულმა "ვეფხისტყაოსანმა" ხუმრობის იშტაზე მოიყვანა

ნუგზარ წიკლაურმა დღეს თავისი ძირითადი პროფესია გაიხსენა და "ვეფხისტყაოსანს" კუთვნილი პატივი პარლამენტის ტრიბუნიდანაც მიაგო. მან დეპუტატებისთვის მოულოდნელად, პოემიდან ნაწყვეტების წაკითხვის ნებართვა ითხოვა, მიიღო კიდეც და პარლამენტის წევრებს "ვეფხისტყაოსნის" ხუთი წუთი" მოუწყო.

დეპუტატები მთავარი ქართული პოემის სხდომათა დარბაზში ამ სახით გამოჩენას არაერთგვაროვნად შეხვდნენ: უმრავლესობამ იგი აპოლოდისმენტებით დააჯილდოვა, უმცირესობამაც დაუკრა ტაში, მაგრამ უმცირესობის უმცირესობამ გაიცინა...

სანამ წიკლაური პოემის ფრაგმენტების კითხვას დაიწყებდა, დარბაზში მიკროფონთან ლევან ვეფხვაძე იდგა, რომელსაც დავით ბაქრაძემ მხოლოდ წიკლაურის გამოსვლის შემდეგ გადახედა "მოწყალე თვალით" და ჰკითხა, ლევან, "ვეფხისტყაოსანთან" დაკავშირებით ხომ არ გსურს გამოსვლაო, რაზეც მისგან თავაზიანი უარი მიიღო.

"ჰოო, ვეფხვაძეები "ვეფხისტყაოსანში" დაზარალებულ მხარეს წარმოადგენთ..." – იხუმრა ვეფხვაძის უარზე პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100