მილოშევიჩის ოჯახს ყოფილი პრეზიდენტის ვილიდან ასახლებენ

იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის ოჯახი იმ სახლიდან ასახლებენ, სადაც ის 12 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ სერბულ გაზეთ „დანასზე“ დაყრდნობთ იუწყება.

უმაღლესმა სასამართლომ მიიღო დადგენილება, გაუქმებულიყო მილოშევიჩის ცოლისა და შვილის მემკვიდრეობით უფლება მდიდრულ ვილაზე, რომელიც ბელგრადის ელიტურ რაიონში მდებარეობს.

უმაღლესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შენობისა და მისი ფართის – 95 კვადრატული მეტრის ფასი, რომელიც მილოშევიჩმა სახელმწიფოსგან 1999 წელს 5 ათას გერმანულ მარკად შეიძინა, ხელოვნურად იყო შემცირებული. აუდიტორთა გაანგარიშებით, ამ დროისთვის სახლის რეალური ფასი 120 ათასი ევროა და შესყიდვისდროინდელი კურსის გათვალისწინებით, მილოშევჩის ოჯახს წინადადება მიეცა, ფასებს შორის სხვაობის სახით 52 ათასი ევრო გადაიხადოს.

ამავე დროს, ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს უფლება აქვს, უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება 15 დღის განმავლობაში გაასაჩივროს.

სლობოდან მილოშევიჩი 2006 წლის 11 მარტს, ციხეში გარდაიცვალა, როცა მის საქმეს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი განიხილავდა.

კომენტარი

×