სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერი მეზობელ სახელმწიფოებს დახმარებისთვის მადლობას უხდის

თბილისში, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის განსახლების პროცესი მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს, - პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები ყურადღებით აკვირდებიან.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, თბილისის მერი ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე, სახელმწიფოებს, ბიზნესმენებსა და ფიზიკურ პირებს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გაღებული შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაზარალებულთა დახმარების ფონდში 300 ათასი აშშ დოლარი გადარიცხა საუდის არაბეთის პრინცმა, რომელიც თბილისში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა.

„მინდა, მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო საუდის არაბეთის პრინცს, ასევე ყველა იმ ქართველ თუ უცხოელ ბიზნესმენს, ბანკებს, ფიზიკურ პირებს, დიასპორის წარმოამდგენლებს, რომლებიც გვერდით დაუდგნენ სახელმწიფოს. ეს არის უპრეცენდენტო კონსოლიდაციის და სოლიდარობის გამოხატულება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა მეზობელი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელთა შორის არიან თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100