სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 4 თებერვალს საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და პარლამენტის წევრებმა, კიდევ ერთხელ, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგეს დეპუტატ თამაზ ავდალიანის ხსოვნას.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ პროცედურულ ნორმებზე ისაუბრა, რაც პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს. დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს დღევანდელი სესიის დღის წესრიგი გააცნო, რის შემდეგაც პლენარული სხდომა, ტრადიციულად, განცხადებების რეჟიმში გაგრძელდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100