სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერ-მინისტრის კომენტარი სანდრო გირგვლიანის საქმეზე

იმედი მაქვს, მართლმსაჯულება აღდგება და კიდევ ერთხელ იზეიმებს სამართლიანობა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პროკურატურის მიერ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გუშინ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დასაწყისში აღნიშნა, მისთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან სასიხარულოა, რომ პროკურატურამ გირგვლიანის საქმე გამოიძია.
„ეს იყო ძალიან მძიმე მოვლენა, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, რომელიც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ წინა ხელისუფლების დროს ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს, ისეთებს, როგორიცაა ადამიანების წამება, ძალიან მძიმე დანაშაულები, მათ შორის უკანონო ფარული მიყურადება, მასობრივი უკანონო მოსმენები. გასაოცარია ის რეაქცია, რაც არის ამჟამად ჩვენი ოპონენტების მხრიდან. 9 წლის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობა ითმენდა უსამართლობას და ამას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100