სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ბათიაშვილს ცოლ-შვილზე ასი ლარით მეტის გადახდა მოუწევს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო წვრილმანი ხულიგნობისა და ბოროტი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი, მაია და ირინა ბათიაშვილებთან, ასევე ლაშა ჩხარტიშვილთან მიმართებაში.

ირაკლი ბათიაშვილს ზემოთხსენებული ბრალდების გამო 500, ხოლო მის მეუღლეს, მაია ბათიაშვილს და ქალიშვილს, ირინა ბათიაშვილს სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის სახით 400 ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

საქალაქო სასამართლოსთან მყოფმა ნინო ბურჯანაძემ და ნონა გაფრინდაშვილმა შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს და მომხდარს "პოლიტიკური დევნა" უწოდეს.

შეგახსნებთ, რომ მაია და ირინა ბათიაშვილები და ლაშა ჩხარტიშვილი სამართალდამცველებმა დღეს, დაახლოებით 17 საათზე, პარლამენტის შენობის წინ იმ დროს აიყვანეს, როცა ისინი კინოთეატრ "რუსთაველში" დაგეგმილი ღონისძიებებისა და "აგვისტოს 5 დღის" საპრემიერო ჩვენებებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავდნენ.

ირაკლი ბათიაშვილი კი ოდნავ მოგვიანებით, მაშინ დააკავეს, როცა ის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მივიდა და ცოლ-შვილის პროცესზე შესვლას ძალით ცდილობდა, მიუხედავად მანდატურთა განმარტებისა, რომ პროცესი დახურული იყო, ხოლო მის მეუღლესა და შვილს მათივე სურვილით შერჩეული ადვოკატი ემსახურებოდა. მანდატურების მოთხოვნას, დაეტოვებინა ტერიტორია, ირაკლი ბათიაშვილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა მოჰყვა, რის შემდეგაც მანდატურებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100