სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მლადიჩი ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარსდგა

ბოსნიელი სერბების ყოფილი მეთაური რატკო მლადიჩი დღეს პირველად წარსდგა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე. მას უკვე წაუკითხეს 11 ბრალდება. მათ შორისაა გენოციდი, სამხედრო და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები. სასამართლო ელოდება პასუხს კითხვაზე, სცნობს თუ არა ის თავს დამნაშავედ. თუმცა მლადიჩმა ამ კითხვას არ უპასუხა და განაცხადა, რომ წაყენებული ბრალდებები მისთვის შეურაცხმყოფელია. თუ 30 დღის განმავლობაში სასამართლო მლადიჩისგან პასუხს არ მიიღებს, ავტომატურად ითვლება, რომ ის თავს დამნაშავედ არ სცნობს.

როგორც ამბობენ, რატკო მლადიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა მან იუგოსლავიის ექს-პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის ბედს გაიზიაროს, რომელიც ვერ მოესწრო განაჩენის გამოტანას.

მლადიჩი ბრალდებულია 1992-1995 წლებში ჩადენილ გენოციდში, ომის კანონების დარღვევასა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. ბრალდების მთავარი პუნქტია ქალაქ სრებრენიცაში 1995 წელს მომხდარი ამბავი, როდესაც ბოსნიის ამ მუსულმანურ ანკლავში ადგილობრივმა სერბებმა 8 ათასი ადამიანი მოკლეს. ეს მასობრივი მკვლელობა გენოციდის აქტად არის აღიარებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100