სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩვენ არ ვაპირებთ ამ კრიტიკის, დავიჭიროთ ადამიანები"

ყველა შედეგი, რასაც აქამდე მივაღწიეთ და რასაც უახლოეს მომავალში მივაღწევთ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის თავისუფლებისა და ღირსებისთვის გვინდა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზოგადოების წინაშე ორწლიანი საქმიანობის ანგარიშით წარდგა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ორი წლის განმავლობაში თითოეულ სფეროში მიღწეულ წარმატებებზე დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, უმნიშვნელოვანესი პრობლემები დაძლეულია.

„ორი წლის წინ ჩვენ, ყველამ ერთად, შევცვალეთ ჩვენი ცხოვრება. არ შემიძლია რამდენიმე სიტყვით არ გაგიზიაროთ ჩემი ემოცია, რომელიც 2012 წლიდან დღემდე მომყვება და რომელიც ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. 2012 წელს მე დავინახე ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება, რომელიც გაერთიანდა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, გაერთიანდა დემოკრატიული ღირებულებების გარშემო და არჩევანი ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების სასარგებლოდ გააკეთა - ქართველმა ხალხმა აირჩია ცხოვრება შიშის გარეშე, აირჩია პერსპექტივა თითოეული ადამიანისთვის, ჩვენი ქვეყნის წინსვლა, განვითარება, კეთილდღეობა და საბოლოოდ უთხრა უარი ძალადობასა და უსამართლობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ცვლილებები და შედეგები შთამბეჭდავია.

„და მაინც, ხშირად ისმის კრიტიკა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამ კრიტიკის, გამო, თუნდაც სრულიად უსაფუძვლო კრიტიკის გამო, დავიჭიროთ ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, დავაშინოთ მათი შვილები და მშობლები, რაც უახლოეს წარსულში, სრულიად სამარცხვინოდ, უამრავმა ჩვენმა მოქალაქემ საკუთარ თავზე გადაიტანა. ჩვენ, განსხვავებული აზრის გამო, არასდროს ხელვყოფთ კერძო საკუთრებას, არ შევიჭრებით ტელევიზიაში და სამაგალითოდ არ დავსჯით ჟურნალისტებს მათი სიუჟეტების გამო. ჩვენ არ ვაწამებთ ადამიანებს და ამით არ დავაშანტაჟებთ მათ ახლობლებს. ჩვენ არასდროს შევქმნით ჩვენგანვე მართულ ოპოზიციას, საკუთარ, დაქირავებულ ექსპერტებს და ჟურნალისტებს. და ჩვენ ამას არ გავაკეთებთ ერთადერთი მიზეზით - ჩვენ ეს არ გვჭირდება! ჩვენ საქმეს ვაკეთებთ ადამიანებისთვის და თუ მათ დავუკარგეთ ღირსება, მაშინ აღარაფერს აქვს აზრი! ჩვენ აღარასდროს დავუშვებთ შეშინებულ და დასტრესილ საზოგადებას, რადგან თავისუფალი საზოგადების შექმნას ვუწყობთ ხელს. ჩვენ ადამიანების თავისუფლებას და ღირსებას ვცემთ პატივს! ჩვენ მათთვის ვმუშაობთ და მათ წინაშე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ყველა შედეგი, რასაც აქამდე მივაღწიეთ და რასაც მივაღწევთ უახლეს მომავალში, სწორედ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, მისი თავისუფლებისა და ღირსებისთვის გვინდა!“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100