სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი თურქეთის გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა

თურქეთისაქართველოაზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, ერთობლივი სამხედრო სწავლება და სამეთაურო და საველე წვრთნები ჩატარდება,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, არმიის გენერალ ნეჯდეთ ოზელთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო–თურქეთს შორის არსებობს მრავლისმომცველი თანამშრომლობის გეგმა და ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით.
„არაერთხელ გვითქვამს და, რაც მთავარია, საქმით დაგვიმტკიცებია, რომ თურქეთი საქართველოს არა მხოლოდ მეზობელი, არამედ მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე.
პრემიერმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით, თურქეთის მაქსიმალური ჩართულობის იმედი გამოთქვა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების საქმეში თურქეთის რესპუბლიკის წვლილზე გაამახვილა ყურადღება.

აღინიშნა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.

მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდალს ალიანსში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100