ემზარ კვიციანი საქართველოს ხელისუფლების დასამხობად შეიარაღებულ დაჯგუფებას ქმნის?

„დრონი.ჯი“-ს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ემზარ კვიციანი ირაკლი ოქრუაშვილის შემორიგებას ცდილობს.
მართალია, ოქრუაშვილმა კვიციანი და მისი ამალა კოდორის ხეობიდან განდევნა და მტრადაც გადაეკიდა, მაგრამ რას გაუგებ პოლიტიკას, „ჩემო ოლღა“. როგორც ჩანს, პოლიტიკა ისეთია, თვით ყველაზე მოსისხლე მტრებსაც კი გააერთიანებს ხელისუფლების სიძულვილი.
„დრონი.ჯი“-ს კონფიდენციალური წყარო იუწყება, რომ აფხაზეთში მყოფი რუსი გენერლები საქართველოს ხელისუფლების შეცვლის მისეულ გეგმას ამუშავებენ, რომელშიც, სავარაუდოდ, საკმაოდ სოლიდურ ადგილს დაიკავებს მისი უპატრიოტესობა ემზარ კვიციანი.
საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც რადიკალთა აპრილის მიტინგებმა კრახი განიცადა და ხელისუფლების დამხობა ამჯერადაც ვერ მოხერხდა, „მონადირის“ ყოფილი მეთაური ისე განრისხებულა, რომ ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლაზე დაუწყია ფიქრი.
შეტევა, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა დაიწყოს, რამდენიმე ასპექტს მოიცავს: ტელეკომპანია „მაესტრო“ და ეროსი კიწმარიშვილი ის რესურსია, რომელსაც ოქრუაშვილი და ბურჯანაძე ერთად გამოიყენებენ.
შესაძლოა, მამუკა ღლონტმა არც იცოდეს, მაგრამ ეროსი უკვე შეხვდა ირაკლი ოქრუაშვილს და სავარაუდოდ, დაფინანსებაც მოსთხოვა. თავის მხრივ, ოქრუაშვილმა ერასტი საფრანგეთიდან გერმანიაში – საქართველოდან გაქცეულ აჭარელ ბიზნესმენთან – ქიბარ ხალვაშთან და ვინ იცის, კიდევ ვისთან გადაამისამართა.
ერასტის ფული და რევოლუცია უნდა. ფული აქვს და მხოლოდ რევოლუცია სურთ ირაკლი ოქრუაშვილს, ქიბარ ხალვაშს, ნინო ბურჯანაძესა და კრემლში მოკალათებულ აგრესორებსაც. თუმცა, მათი გათვლებითაც კი, შესაძლოა, მშვიდობიანი მიტინგები და „მაესტრო“, რევოლუციისთვის საკმარისი არ იყოს და დღის წესრიგში შეიარაღებული ფორმირების შექმნის საკითხიც დადგეს.
სწორად აქ ამოყოფს თავს ემზარ კვიციანი, რომელიც, „დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, სეპარატისტულ აფხაზეთს აფარებს თავს და ხშირად სტუმრობს ოკუპირებულ კოდორის ხეობასაც.
ემზარ კვიციანს აქვს იარაღი, სეპარატისტებისა და ოკუპანტების მხარდაჭერა, ხელისუფლების თუნდაც შეიარაღებული გზით დამხობის მოტივი და ზიზღი, რომელიც ხელისუფლების, შესაბამისად, ქართული სახელმწიფოებრიობის მტრებთან აერთიანებს.
„დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, კვიციანმა უკვე დაიწყო შეიარაღებული დაჯგუფების ფორმირება, რომლის მიზანი, საჭიროების შემთხვევაში, არეულობის დაწყება იქნება. სავარაუდოდ, კვიციანის დაჯგუფებაში კოდორის ხეობაში დარჩენილი „მონადირის“ ყოფილი წევრები გაწევრიანდებიან. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ დაჯგუფება დაქირავებული მეომრებითაც შეივსოს.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით) - მოითხოვეთ ყველგან და აღნიშნეთ საუკეთესო

კომენტარი