სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალეკო ელისაშვილი: ნაციონალების დროსაც კი არ ხდებოდა ასეთი რამ

დედაქალაქის საკრებულოს უპარტიო წევრი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ქართული ოცნების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

„ქართულმა ოცნებამ საკრებულოში დღეს კიდევ ერთი კომისია შექმნა - მიწის ლეგალიზების კომისია და ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი არ შეიყვანეს მის შემადგენლობაში.

თბილისის საკრებულოში არცერთი თანამდებობა არ უჭირავს ოპოზიციის წარმომადგენელს! ნაციონალების დროსაც კი არ ხდებოდა ასეთი რამ. ზრდილობის გულისათვის მაინც იყვნენ აქაიქ ოპოზიციონერები. ახლა კი საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე ოპოზიციონერი არაა, არცერთი კომისიის თავმჯდომარე და არც მისი არცერთი მოადგილე ოპოზიციონერი არაა.

ეს არის პოლიტიკური უკულტურობა! და არავინ იფიქროს რომ რაიმე თანამდებობის დაუკავებლობა მალაპარაკებს. მე ყველაზე მაგარი თანამდებობა მაქვს - საბურთალოებელის მაჟორიტარი ვარ! უბრალოდ პოლიტიკური კულტურის ჩამოუყალიბებლობა მაწუხებს და ის რომ ოპოზიციის მარგინალიზაციის ტრადიციას განაგრძობს ახალი მმართველი ძალა....“ - წერს ელისაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100