სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან

შევარჩიე ისეთი კანდიდატები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, უპასუხებენ ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც თან ახლავს ახალ გამოწვევებს , - ამის შესახებ პარლამენტში, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"ახლა, როცა მთელ ძალისხმევას ვდებთ იმისათვის, რომ ქვეყნის ევროპეიზაცია გახდეს შეუქცევადი პროცესი, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ვგრძნობ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოვდუნდეთ და აქტიურად და მიზანმიმართულად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ შეუფერხებლად განვახორციელოთ ის რეფორმები, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის. ეს ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ძალიან შრომატევადი პროცესია და სრულიად ბუნებრივია, რომ ამ პროცესში ჩვენ მოვახდინოთ სამთავრობო გუნდის გადახალისება. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ განახლებული გუნდი. მათ უდიდეს უმრავლესობას ყველა იცნობთ. ახალი მინისტრების შერჩევისას მე გავითვალისწინე ახალი რეალობა და შევარჩიე ისეთი კანდიდატები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, უპასუხებენ ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც თან ახლავს ახალ გამოწვევებს, და წარმატებით გაუძღვებიან იმ დარგებს, რომლებსაც მათ ვაბარებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამთავრობო პროგრამის ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამაში დაწვრილებით არის მოცემული და განხილული ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების სტრატეგია და გეგმები. “პროგრამაში ჩვენ ამომწურავად ჩამოვაყალიბეთ სამთავრობო პოლიტიკის ყველა ძირითადი მიმართულება. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია, თუ როგორ ვაპირებთ იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით საქართველოსთვის დაიწყო თვისებრივად ახალი ეტაპი, ახალი ფაზა. ეს იქნება ძალიან შრომატევადი პერიოდი, რომელიც ჩვენგან მოითხოვს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას, იმისათვის, რომ მზად ვიყოთ ყველა გამოწვევისათვის. “- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100