სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 23 ივლისს, ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით, ისრაელს ეწვევა.

დავით უსუფაშვილი შეხვედრებს გამართავს ისრაელის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, ქნესეთის თავმჯდომარესთან იული-იოელ ედელშტეინთან და ისრაელი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ავრაჰამ მიქაელთან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქნესეთის ტრიბუნიდან მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ისრაელის პარლამენტის წევრებს და ხალხს. ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი შეხვედრებს ისრაელის ახალარჩეულ პრეზიდენტ, რეუვენ რივლინთან, ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზეევ ელკინთან და ოპოზიციის ხელმძღვანელ ისააკ ჰერცოგთან გამართავს. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს „იად ვაშემს“ გვირგვინით შეამკობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100