სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის პასუხი სააკაშვილს და რუსთავი 2-ს

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„ორგანიზაცია “მოქალაქე” არ აპირებს უპასუხოს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტელეარხ რუსთავი 2-ზე ექსპრეზიდენტისა და თავად რუსთავი 2-ის უპასუხისმგებლო განცხადებებსა და რიტორიკას.

დიდი ხანია, ექსპრეზიდენტი თავისი უპასუხისმგებლო და არასერიოზული გამოსვლებით დაემსგავსა საჯარო სივრცეში უპასუხისმგებლობო გამონათქვამების სიმბოლოს _ შალვა ნათელაშივილს, რომელსაც პრაქტიკულად სერიოზულად აღარავინ აღიქვამს და ჩვენც შესაბამისად არ ვპასუხობთ.

რამდენიმე დღის წინ “მოქალაქემ” იმიტომ მიანიშნა მაესტროს ეთერში ჟურნალისტების დიალოგისას ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ გარკვეულ მოსაზრებებზე, რომ იქ მყოფი ჟურნალისტები პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ გამონათქვამებს, რასაც ვერ ვიტყვით ტელეარხ რუსთავი 2-ზე, რომელსაც წესად აქვს ქცეული უპასუხისმგებლო ბინძური კამპანიების გაჩაღება და სიცრუის ტირაჟირება.

ორგანიზაცია “მოქალაქე” მხარს უჭერს საჯარო სივრცეში არგუმენტირებულ კრიტიკას და აზრთა ჭიდილს, მაგრამ არა ჭორაობას, უმეცრებასა და მდაბიო რიტორიკას. შესაბამისად, იმ პირებისა და ორგანიზაციების გამონათქვამებზე, რომლებისთვისაც პასუხისმგებლობის ეტალონი შალვა ნათელაშვილია, ჩვენი ორგანიზაცია რეაგირებას არ მოახდენს არც დღეს და არც მომავალში, სანამ ისინი სერიოზულობით არ მოეკიდებიან საკუთარ გამონათქვამებს და მეტ პატივისცემას არ გამოიჩენენ საზოგადოების მიმართ.

ორგანიზაცია „მოქალაქის“ აღმასრულებელი დირექტორი ნ. ჩხეტიანი“ - ნათქვამია განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100