სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსუფაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტის აუდიტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტის აუდიტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს ბეტინა ჰაგედორნს შეხვდა.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საპარლამენტო საფინანსო კონტროლის, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და აუდიტის სამსახურს შორის თანამშრომლობის საკითხებს. გერმანიის ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტის აუდიტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ქართველი კოლეგებისათვის იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც გერმანიის აუდიტის სამსახურსა და ბუნდესტაგს შორის მრავალწლიანი ურთიერთობის საფუძველზე დაგროვდა.

აღნიშნული ვიზიტი ორგანიზებულია გერმანიის განვითარების სააგენტოს (GIZ) მიერ, რომელიც უკვე მრავალი წელია ჩვენს ქვეყანაში აუდიტის სამსახურის მხარდამჭერ რეფორმებს ახორციელებს.

ამავე ვიზიტის ფარგლებში ხვალ, 17 ივლისს პარლამენტში დაგეგმილია მრგვალი მაგიდის მოწყობა თემაზე „საპარლამენტო საფინანსო კონტროლი“. ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას გერმანელი ექსპერტები და გერმანიის აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებიც მიიღებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100