სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სერგეი ბაღაფში გადადგა

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პირველმა პირმა გადადგომის შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა, – ამის შესახებ აფხაზი ჟურნალისტები სოხუმიდან იტყობინებიან.

უკვე დაიწყო საუბარი სერგეი ბაღაფშის შემცვლელზე. ბაღაფშის კანდიდატურა ალექსანდრე ანქვაბია. აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილი კი მხარს უჭერს რაულ ხაჯიმბას. აფხაზი ჟურნალისტების ინფორმაციით, პარლამენტში უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაზე. აფხაზი ჟურნალისტი ამრა ადლეიბა "ლაივპრეს.ჯი"–სთვის იტყობინება, რომ რუსეთისთვის აფხაზეთის პრეზიდენტის პოსტზე სასურველი კანდიდატურა სერგეი შამბაა, რომელიც ამჟამად პრემიერ მინისტრია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100