სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით დავით ნარმანია 51.2 პროცენტით ლიდერობს

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია ლიდერობს.

ამომრჩეველთა წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, ნარმანიას ხმა მისცა ამომრჩეველთა 51,2 %-მა მისცა. ტელეკომპანიის ცნობით, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე 24,7 %-ით "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელიაა.

თბილისის მერობის დანარჩენ კანდიდატებს შორის კი პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: დიმიტრი ლორთქიფანიძე, "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" _ 10,8%, "პატრიოტთა ალიანსი" – ირმა ინაშვილი 5,8 %, ასმათ ტყაბლაძე, "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" _ 2,6%, კახა კუკავა – არასაპარლამენტო ოპოზიცია – 2,1 %, გიორგი გაჩეჩილაძე -1,1 %.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100