სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილი: მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად აღკვეთონ ყოველგვარი პროვოკაცია

მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად აღკვეთონ ყოველგვარი პროვოკაცია, რათა უზრუნველყონ არჩევნების მშვიდ და სტაბილურ გარემოში ჩატარება,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში.

დღეს პრემიერ-მინისტრი, ოჯახთან ერთად, ვაკის მე -11 საარჩევნო უბანზე მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა.

"ხმა მივეცი საქართველოს განვითარებს, წინსვლას და სტაბილურობას, ჩვენი შვილების ბედნიერ მომავალს. ჩვენს ხელისუფლებას აქვს მტკიცე ნება, რომ ეს არჩევნები, რომელიც არის ძალიამ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობისთვის, ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ემოციებისგან და ნებისმიერი პროვოკაციებისგან. ასევე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად აღკვეთონ ყოველგვარი პროვოკაცია, რათა უზრუნველყონ არჩევნების მშვიდ და სტაბილურ გარემოში ჩატარება,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100