სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ უწოდა უგულავამ ღარიბაშვილის სიტყვის ავტორს ბრიყვი?

"ქართული ოცნება" არც ერთ რეგიონსა და ქალაქში არ დაუშვებს სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას - პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გიგი უგულავა.

„ეს არსება ამ ძვირფას სიტყვებს ექსპრომტად, რომ ამბობდეს გამოუცდელობას ან სიხარბეს დააბრალებდი, მაგრამ პრომპტერით ანუ სუფლორით სარგებლობს ( რაც თავისთავად ნორმალურია). შესაბამისად განზრახულად საუბრობს და მოქმედებს. რისი შედეგია ოპოზიციის პანიკური ეგზეკუციები დმანისში, მარნეულში და 11 სხვა ოლქში. ბატონო პრემიერო თქვენს speech writer-ზეა ნათქვამი " ბრიყვი დაასაქმე და უკან მიყევიო“ - წერს უგულავა

შეგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული სიტყვები ღარიბაშვილმა დღეს ოზურგეთის მოსახლეობისთვის მერობისა და მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატების წარდგენისას გააკეთა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ოზურგეთელებთან შეხვედრისას განაცხადა, ისევე, როგორც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, "ქართული ოცნება" ადგილობრივ არჩევნებშიც ღირსეულად და დამსახურებულად გაიმარჯვებს და არც ერთ რეგიონსა და ქალაქში არ დაუშვებს სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გურია გამორჩეული იქნება, გამორჩეული შედეგებით.

"წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტებს არავინ უსმენდა და ყველაფერი დამოკიდებული იყო ერთი კაცის ნება-სურვილზე, ახლა კი ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა სჭირდება თოთოეულ რეგიონს და რაიონს", - განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელმაც გურიის მოსახლეობას "ქართული ოცნების" მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100